CONSUL

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ცალკე უნდა ჩატარდეს

  1 კომენტარი  •  2020-11-06  •  თამთა ჯინჭარაძე

დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოს პარალმენტის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ერთ დღეს ტარდება, საქართველოს პარლამენტის არჩევნებს ცესკოს დაქვემდებარებული ადგილობრივი საოლქო კომისია ატარებს, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს კი აჭარის ა.რ. უმაღლესი საარჩევნო კომისია (უსკო). 2020 წლის 31 ოქტომბერსაც ორივე არჩევნები ერთდროულად ჩატარდა და ამომრჩეველს ხმის მიცემა 4 სხვადასხვა ბიულეტენზე მოუწია, პროპორციული და მაჟორიტარული სიების გათვალსიწინებით. ამან სირთულე შექმნა ამომრჩევლისთვის, საარჩევნო პროცესი დროში გაწელა და გამოიწვია რიგებიც უბნებზე. გარდა ამისა, გართულდა ხმების დათვლის პროცესი და საუბნო საარჩევნო კომისიებმა ბევრ ოქმში შეცდომით დააჯამეს ბიულეტენები. ბევრგან ამის მიზეზად სწორედ ორი არჩევნების ერთდროულად ჩატარება დასახელდა. 

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იყოს დამოუკიდებელი პოლიტიკური პროცესი და მასზე პარალმენტის არჩევნები ვერ ახდენდეს პოლიტიკურ გავლენას. უმაღლესი საბჭოს არჩევნების სხვა დროს ჩატარება პროცესის დამოუკიდებლობასაც შუწყობდა ხელს. 

არ ვეთანხმები 0%
1 ხმა

ინფორმაცია დებატების შესახებ

დაიწყეთ დებატები და გაუზიარეთ სხვებს მოსაზრებები მნიშვნელოვან საკითხებზე.

დებატების სივრცე საშუალებას აძლევს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს გააზიაროს საკუთარი შეხედულებები და მოისმინოს სხვისი აზრი.

დებატებში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია CONSUL-ზე. ამით შესაძლებლობა გექნებათ, დააფიქსიროთ მოსაზრება მოცემულ საკითხზე და შეაფასონ ისინი "ვეთანხმები" ან "არ ვეთანხმები" ღილაკებზე დაჭერით.