CONSUL

უკან დაბრუნება

ბათუმის ცენტრალური პარკის განვითარების გეგმაზე მუშაობა

ბათუმის ცენტრალური პარკი
ბათუმის ცენტრალური პარკი


ინიციატივის კოდი: CONSUL-2021-04-10

ბათუმის ცენტრალური პარკის განვითარების გეგმაზე მუშაობა - პარკის, როგორც რეკრეაციული სივრცის განვითარება და აგრესიული კომერციალიზაციისგან დაცვა

ბათუმის ცენტრალური პარკი ბათუმელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია. ბულვართან ერთად, ცენტრალური პარკი ითვლება ბათუმელების იდენტობის ნაწილად. აქ იკრიბებიან სხვადასხვა თაობის ადამიანები, პარკი განსაკუთრებით საყვარელი ადგილია ბავშვებისთვის. 

პარკის განვითარების ისტორია გვკარნახობს, რომ წლების განმავლობაში პარკის ტერიტორიები მცირდებოდა სხვადასხვა მიზნით, ასევე, იცვლებოდა პარკის იერსახე და ეს ქაოტურად, გეგმისა თუ კონცეფციის გარეშე ხდებოდა.  

მას შემდეგ, რაც ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოპარკის გადატანის საკითხი დაანონსდა, გამოთავისუფლებული ტერიტორიების სხვადასხვა მიზნით გამოყენების შესახებაც დაიწყო საუბარი. ითქვა ისიც, რომ პარკის კომერციალიზაცია იგეგმებოდა და ზოოპარკის ტერიტორიაზე სამომავლოდ კაფე-ბარები განთავსდებოდა. ასევე, სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა ხმები ტერიტორიაზე სასტუმროსა და აპარტამენტების მშენებლობის შესახებ.

მაშინ, როდესაც ბათუმი განიცდის რეკრეაციული ზონებისა და მწვანე სივრცეების ნაკლებობას, მნიშვნელოვანია, არსებული პარკები თუ სკვერები შევინარჩუნოთ და განვავითაროთ საზოგადოებისთვის სასარგებლო სივრცეებად, გავხადოთ ისინი მეტად ეკოლოგიური და დასვენებისთვის სასიამოვნო. ამისათვის საჭიროა ვიფიქროთ, პარკების - ამ შემთხვევაში ბათუმის ცენტრალური პარკის სტრატეგიულ განვითარებაზე, განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე სპეციალისტების ჩართულობით.

ამ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური პარკის განვითარების საკითხი, ბულვარისგან განსხვავებით, არ არის პოლიტიკურად აქტიური, თუმცა, ქალაქის ურბანული განვითარება გვკარნახობს, რომ ეს დროც მალე დადგება. ამიტომ, კარგია, წინასწარ, პრევენციულად ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებამ შევქმნათ  მექანიზმი, დოკუმენტი - თუ როგორ გვსურს ბათუმის ცენტრალური პარკის განვითარება და ასე დავიცვათ პარკი აგრესიული კომერციალიზაციისაგან, გადავაქციოთ იგი მეტად ეკოლოგიურ და მწვანე სივრცედ, ბავშვებისთვის, ბათუმელებისთვის, ქალაქის სტუმრებისთვის სასარგებლო და სასიამოვნო ადგილად. 

ამ საკითხზე სამუშაოდ DRIVE Democracy-ს 2021 წლის ჯგუფი გეგმავს რეგიონული გზამკვლევის მოზადებას და მხარდაჭერის მოპოვებას. 


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის