CONSUL

უკან დაბრუნება

ბათუმის ცენტრალური პარკისთვის ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნა

ბათუმის ცენტრალური პარკი
ბათუმის ცენტრალური პარკი


ინიციატივის კოდი: CONSUL-2021-07-11

ბათუმის ცენტრალური პარკის ერთიანი ციფრული პლატფორმის შექმნა, პარკით დაინტერესებული ადამიანების ერთ სივრცეში თავმოყრა, ინიციატივების შექმნა, განხილვა, დაორგანიზება

ბათუმის ცენტრალური პარკი თავისი არსით წარმოადგენს მეტად მნიშნელოვან რეკრეაციულ ზონას ბათუმისთვის, რომელიც ერთგვარი თავშეყრის ადგილია ახალგაზრდებისთვის,უფროსებისა და ბავშვებისთვის. აღნიშნული პარკის ისტორია და განვითარების ეტაპები საკმაოდ მრავალმხრივია, აღნიშნული პარკის ტრანსფორმაცია  მიმდინარეობდა ყოველგვარი გეგმის გარეშე.

დღესდღეობით, ბათუმის ცენტრალურ პარკში აქტიურად მიმდინარეობს განაშენიანება, სხვადასხვა დეკორატიული მორთულობების განთავსება, ყოველგვარი შემუშავებული გეგმა-გამოსავლის გარეშე, რაც იწევს პარკის იერსახის დამახინჯებას და სივრცის არარელევანტურად გამოყენებას. აღნიშნული თემა მას შემდეგ გახდა უფრო მეტად აქტუალური, რაც დაანონსდა ბათუმის ცენტრალური პარკიდან ზოოპარკის გადატანის საკითხი, ჩნდება სივრცე, რომლის რაციონალურად გამოყენება და სწორად დაგეგმარებაც უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა სახის მშნებლობების დაწყებასთან, რაც ნეგატიურად აისახება ბათუმის ცენტრალური პარკის იერსახეზე.

ბათუმის ცენტრალურ პარკი თავშეყრის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, აღსანიშნავია ის, რომ დღემდე, არ არსებობდა რაიმე სახის კვლევა, რომელიც გამოიკვლევდა ადამიანების აზრს ბათუმის ცენტრალური პარკის განაშენიანებასთან დაკავშირებით, DRIVE Democracy-ს 2021 წლის ჯგუფმა, ჩაატარა სიღრმისეული კვლევა აღნიშნულ საკითხთან,მაგრამ ცხადია საკითხი ამით არ ამოწურულა.

რეალურად, არ არსებობს ერთიანი პლატფორმა, სადაც გაერთიანებული იქნებიან ბათუმის ცენტრალური პარკის მომხმარებლები, ან პოტენციური ვიზიტორები, სხვადასხვა ქვეყნებიდან თუ ქალაქებიდან, არ არსებობს რესურსი იმისთვის, რომ ადამიანებმა განიხილონ და ისაუბრონ, გაუზიარონ შეხედულებები ერთმანეთს ბათუმის ცენტრალური პარკის განაშენიანებასთან, დაგეგმარებასა და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით, არ ხდება იდეების გაზიარება.

DRIVE Democracy-ს 2021 წლის ჯგუფის ინიციატივით, შეიქმნა პლატფორმა, Facebook ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ბათუმის ცენტრალური პარკის მომხმარებლებს, ჯგუფის შექმნის მიზანია ბათუმის ცენტრალური პარკით დაინტერესებული ადამიანების ერთ სივრცეში თავმოყრა, საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკითხებისა და აქტივობების საზოგადოებისთვის გაცნობა და კვლევების ჩატარება, ცენტრალური პარკის განაშენიანებასთან დაკავშირებულ თემებზე. ჩატარდება გამოკითხვები პარკთან, პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, მოხდება აღნიშნული პარკის პოპულარიზაცია.

აჟამად, მიმდინარეობს ჯგუფის წევრების გაზრდა და მათი ინფორმირება.

ჯგუფის მისამართი: https://www.facebook.com/groups/652673835576834


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის