CONSUL

უკან დაბრუნება

ბათუმის ისტორიული დაცვის ზონა სწრაფად უნდა დამტკიცდეს


ინიციატივის კოდი: CONSUL-2020-11-2

აუცილებელია, დამტკიცდეს და ძალაში შევიდეს 2018 წელს კულტურის სამინისტროსთვის წარდგენილი ბათუმის ისტორიული განაშენიანების, განაშენიანებისრეგულირებისა და ლანდშაფტური დაცვის ზოგადი ზონები.

აუცილებელია, მოხდეს ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმის ინტეგრირება ქ. ბათუმის მოქმედ ურბანულ მარეგულირებელ დოკუმენტებში და ისტორიულ ბათუმში სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესში გათვალისწინებულ იქნას.

ზოგადი დამცავი ზონების დამტკიცების შემდეგ, უნდა შემუშავდეს ამ ზონების ქალაქგეგმარებითი დეტალური რეგლამენტი და ისტორიული ნაგებობების რეაბილიტაციის სახელმძღვანელო პრინციპები. ფაქტია, რომ არსებული რეგულაციები არ მუშაობს და ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე პასუხისმგებელი პირების ინტერესებზე მორგებულ სისტემას მეტი დეტალიზაცია სჭირდება.

სასურველია, ისტორიულ ბათუმში დაიგეგმოს და განხორციელდეს ერთი მიკროკვარტლის ადგილობრივ თემზე დაფუძნებული რეაბილიტაციის საცდელი/საპილოტე პროექტი. ასეთი პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივხელისუფლებას,ექსპერტებს,აქტივისტებს,ისემოსახლეობას/ თემს - უფრო მკაფიოდ დაინახონ თანამონაწილეობრივი პროექტის უპირატესობა და შედეგიანობა. 8. ბათუმის ურბანული მემკვიდრეობის მართვის გასაუმჯობესებლად საჭირო ღონისძიებათა სწორად დაგეგმვისა და განხორციელებისთვის უნდა შეიქმნას ბათუმის ურბანული მემკვიდრეობისრეალისტური, კონსენსუსზე დაფუძნებული მართვის გეგმა, რომელშიც მკაფიოდ იქნება გაწერილი, რას ვიცავთ, რისი განვითარება გვინდა, ვინ, როდის, როგორ, რა ფინანსური რესურსებით, რომელი საპილოტე პროექტებით.


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის