CONSUL

უკან დაბრუნება

მშენებლობებზე ნებართვების გაცემა უნდა იყოს გამჭვირვალე


ინიციატივის კოდი: CONSUL-2020-11-3

მშენებლობებზე ნებართვების გაცემა უნდა იყოს გამჭვირვალე და ამას უნდა უზრუნველყოფდეს პროცესში ჩართული ყველა სამთავრობო უწყება.

საჭიროა, ისტორიული ბათუმის დაცვით ზონებში სამშენებლო ნებართვების გაცემის სისტემასა და პროცედურებში ჩართულ საბჭოებს და კომისიებს ჰქონდეთ მკაფიოდ გაწერილი დებულება, სადაც მითითებული იქნება, რომელ დარგობრივ დოკუმენტებს და კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობით გაწერილ დებულებებს უნდა ეყრდნობოდეს საბჭოს გადაწყვეტილებები. საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან გაეცნონ ყველა შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტს, კულტურული მემკვიდრეობის კანონის შესაბამის დებულებებს, განმარტებებს და გაითვალისწინონ გადაწყვეტილების მიღებისას. 

აუცილებელია, უწყებათაშორისი საბჭოები თუ კომისიები, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოები ჰქვიათ, ჩანაცვლდეს დარგობრივი, პროფესიული საბჭოებით, როგორც ეს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონითაა დადგენილი. გადაუდებელია პროფესიული ექსპერტიზის გაძლიერება/შემოტანა არსებულ პროცესში.

საჭიროა, დამუშავდეს და განხორციელდეს დარგობრივი კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამები, როგორც აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ექსპერტებისთვის, ისე მერიაში ახლად შექმნილი „ისტორიული განაშენიანების ზონის განვითარების განყოფილების“ მომავალი თანამშრომლებისთვის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ორი სტრუქტურის რესურსების გაძლიერებასა და მათ თანამშრომლობას.


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის