CONSUL

უკან დაბრუნება

მოქალაქეთა მანიფესტი ბათუმიდან


ინიციატივის კოდი: CONSUL-2020-11-5

ქვეყანაში დღეს ბევრი გამოწვევაა და ეს ყველას გვეხება, პოლიტიკოსებსაც და მოქალაქეებსაც. ახლა ჩვენი გაჩუმება დანაშაულია. EECMD-ის ბათუმელი ალუმნები საჯაროდ და ჯგუფურად გამოვხატავთ პროტესტს. 

ჩვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის პასუხიმგებლიანი მოქალაქეები, თავს ვალდებულად ვთვლით, გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი ჯგუფურად და საჯაროდ. 

ქვეყანაში დღეს ბევრი გამოწვევაა და ეს ყველას გვეხება, პოლიტიკოსებსაც და მოქალაქეებსაც. ახლა ჩვენი გაჩუმება დანაშაულია.

ხელისუფლებამ წაგვართვა სამართლიანი არჩევნების შანსი. პარლამენტი, შესაძლოა,  ერთპარტიული გახდეს. პოლიტიკური ინსტიტუტები მოშლილია. შექმნილი ვითარება კიდევ უფრო მყიფეს ხდის პოლიტიკურ სისტემას. 

ეკონომიკა ჩამოშლილია, არ მუშაობს საგანმათლებლო და კულტურული დაწესებულებები, ეპიდემია მძვინვარებს, ფინანსური რესურსები ამოწურულია. 

ვიმყოფებით სიტუაციაში, როცა არათუ გრძელვადიანი, არამედ ერთი თვის დაგეგმვაც რთულია. ყველანი ვხვდებით, რომ ამ მდგომარეობის გაგრძელება წარმოუდგენელია.

ვშიშობთ, რომ არსებული ვითარება პროტესტის სტიქიურ ფორმებს წარმოშობს, რომლის შემდეგაც პროცესები უმართავი გახდება. ამის პირველ სიგნალებს უკვე ვხედავთ.

ასეთ მდგომარეობაში  ხელისუფლება უნდა ცდილობდეს პასუხისმგებლობის გადანაწილებას და სხვა პოლიტიკურ ძალებთან, მოქალაქეებთან ერთად გამოსავლის გზების ძიებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყანის, ჩვენი ოჯახების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, რომლებიც, წლების განმავლობაში, განვითარებისთვის თავიან გამოცდილებასა და ფინანსურ რესურსს გვიზიარებდნენ.

ახლაც, როცა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, ქვეყანამ მილიარდობით ლარი მიიღო პანდემიის პირობებში ქვეყნის კრიზისიდან დასახსნელად, ამ თანხის გადანაწილების პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა, კრიზისი კი სახეზეა.  წერტილოვანი შეზღუდვები, რომელიც თავისი არსით სრულ ჩაკეტვას უფრო ჰგავს, ხელისუფლებამ ბიზნესისა და მოსახლეობისთვის შესაბამისი და ადეკვატური ეკონომიკური პროგრამის შეთავაზების გარეშე გამოაცხადა. ის, რაც შემოგვთავაზა, არის სრული აბსურდი, არსებულ ვითარებასთან გამკლავება აღნიშნული პროგრამით სრულიად შეუძლებელია. 

არსებობს არგუმენტირებული მოსაზრება, რომ ხელისუფლება შეზღუდვებს პოლიტიკური ნიშნით აცხადებს. ფაქტია, რომ ეს დაუმორჩილებლობის საფრთხეებს ქმნის და ქვეყანა ჩიხში კიდევ უფრო ღრმად შეჰყავს. 

ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ განვითარების შანსი. ჩვენ გვინდა ხვალ უკეთესი ქვეყანა გვქონდეს. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას. 

 

 

 


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის