CONSUL

უკან დაბრუნება

საინფორმაციო კამპანია ბათუმის ნაგავსაყრელის პრობლემის გადასაჭრელად

ბათუმის ნაგავსაყრელი
ბათუმის ნაგავსაყრელი


ინიციატივის კოდი: CONSUL-2021-04-9

ნაგავსაყრელის პრობლემა უკვე წლებია აწუხებს ქალაქს, თუმცა, მაინც ითვლება, რომ ეს მიმდებარედ მაცხოვრებლების პრობლემაა მხოლოდ. საკითხის აქტუალიზებისთვის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება.

ბათუმის ნაგავსაყრელი ბათუმთან ახლოს, ადლიაში, ზღვის მიმდებარედ, პოლიგონზეა განთავსებული. აქ თავს იყრის ბათუმსა და აჭარის მუნიციპალიტეტებში შეგროვებული ნარჩენები. ამ ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსება 1965 წლიდან დაიწყო. ნაგავსაყრელის ტერიტორია 19.2 ჰექტარს შეადგენს.

2019 წლის ივლისში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2020 წლის ნოემბერში უნდა დასრულებულიყო. მშენებლობა უფრო ადრე, 2010 წელს დაანონსდა, თუმცა, დროში გაიწელა. ერთ-ერთ მიზეზად პროექტის მმართველი კომპანია - შპს „ჰიგიენა 2009“-ის ბიუჯეტიდან 5 მილიონამდე ლარის მიტაცებაც სახელდება, რისთვისაც საწარმოს დირექტორი სასჯელს ახლაც იხდის.

ბოლო ინფორმაციით, რომელიც ტელეკომპანია "ტვ 25"-ის ეთერით მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს გავრცელდა (https://tv25.ge/news.php?lang=ge&id=27514), ცეცხლაურის ნაგავსაყრელის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი 40 ჰექტარია, ამ ეტაპზე, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ობიექტი ექსპლუატაციაში აპრილის ბოლოს უნდა შევიდეს. პოლიგონის ამოქმედების შემდეგ, რეგიონში არსებული ყველა ნარჩენი, თავს სწორედ ამ სივრცეში მოიყრის.

პროცესის საზოგადოებისთვის სასარგებლოდ წარმართვის ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სწორია საინფორმაციო კამპანიის წარმოება, საზოგადოების ინფორმირება. ასევე, საინტერესოა მუშაობა იმ კუთხითაც, მუნიციპალიტეტებში რა ვითარებაა ამ მიმართულებით, რამდენად ხდება ნარჩენების დროულად გატანა, კონტროლდება თუ არა სტიქიური ნაგავსაყრელები, ზოგადად, რამდენად ასრულებენ რაიონული თვითმმართველობები ნარჩენების მართვის კოდექსს.  

ამ საკითხზე სამუშაოდ DRIVE Democracy-ს 2021 წლის ჯგუფი გეგმავს რეგიონული გზამკვლევის მომზადებას და მხარდაჭრის მოპოვებას. 


კომენტარის დასატოვებლად თქვენ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია.
ამ ინიციატივისთვის შეტყობინებები არ მოიძებნა.
ეტაპები განსაზღვრული არ არის